უძრავი ქონების კომერციული მიზნით გაქირავების გადასახადი 5%-მდე უნდა შემცირდეს – საკანონმდებლო ინიციატივა

უძრავი ქონების კომერციული მიზნით გაქირავების გადასახადი 5%-მდე უნდა შემცირდეს – საკანონმდებლო ინიციატივა

პარლამენტში, “ევროოპტიმისტების” ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივით, ქონების კომერციული მიზნით გაქირავება, ან იჯარით გადაცემა ფიზიკური პირების შემთხვევაში 20%-ის ნაცვლად 5% უნდა იბეგრებოდეს.

გოცირიძის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ბიზნესისთვის მიქირავებული ფართის საფასური ზუსტად ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ის, ფიზიკური პირისთვის მიქირავების/იჯარით გაცემის შემთხვევაშია, ანუ 5%. კანონპროექტის ავტორი განმარტავს, რომ რეალურად ეს ზრდის ბიუჯეტში შეტანილ თანხას, რადგან ბიზნესი ადეკვატური გადასახადის შემთხვევაში ლეგალური ხდება და ადამიანები იწყებენ ხელშეკრულებების გაფორმებას.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღების შედეგად ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით გაქირავებისას, მიღებული
შემოსავალი დაიბეგრება 5 პროცენტით, ნაცვლად 20 პროცენტისა. ხუთი პროცენტით დაიბეგრება ასევე ფიზიკური პირის არასაცხოვრებელი (კომერციული) ფართობის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალიც. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი ამცირებს დაბეგვრის განაკვეთს ფიზიკურ პირთა
მიმართ, რაც მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათია მათთვის. ანალოგიური შეღავათი გავრცელდება ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების იჯარით გადაცემისას მისაღებ შემოსავალზე.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლში.

კანონპროექტის გავლენის ნაწილში წერია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად შემცირდება დაახლოებით 4.3
მილიონი ლარით. რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებით, რომ ფიზიკურ პირთა მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლების მიხედვით გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნახევარს შეადგენს ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან გადახდილი გადასახადი.

ცვლილებები დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე განიხილეს, თუმცა მხარი არ დაუჭრეს. მიზეზად კი, ბიუჯეტისთვის სამომავლოდ ნაკლები შემოსავლის მიღება დასახელდა.

კანონის პროექტის განხილვა კი, წამყვან საფინანსო საბიუჯეტო და იურიდიულ კომიტეტებზე გაგრძელდება.

ინიციატივა ” ევრო ოპტიმისტებს” ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძეს ეკუთვნით.

მსგავსი სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან, ელენი კუნალაკისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო…
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა

განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა. სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი ადგენს…
ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,…