ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია – APM Terminal

ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია – APM Terminal

კონტეინერების დამუშავებისა და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, APM-ტერმინალს ფოთისთვის 2023 წლის აპრილი რეკორდული იყო.

აპრილში დამუშავდა 53,626 TEU კონტეინერი, რაც 91,3%-ით მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ერთ თვის მანძილზე, ამ რაოდენობის ტვირთის დამუშავების პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა.

საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ ოთხ თვეში APM- ტერმინალს ფოთის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობა იყო 177 900 TEU, რაც 73%-ით მაღალი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე ყოფილა წლის პირველ ოთხ თვეში.

გარდა ამისა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პირველ ოთხ თვეში ყველაზე მეტი – 25 239 ავტომობილი დამუშავდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. წლის დასაწყისიდან ეიპიემ ტერმინალს ფოთმა გასულ წელთან შედარებით მიიღო 74.6%-ით მეტი – 103 საკონტეინერო გემი. ზრდა შეინიშნება რკინიგზით შემოტანილი კონტეინერების რაოდენობაშიც. 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში, შემოსული და დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ რაოდენობას შორის – 3, 848 TEU.

„წლის დასაწყისში, ტვირთების მნიშვნელოვნად ზრდა ძალიან გვახარებს. მაშინ, როდესაც ჩვენი კომპანიის მთავარი ფოკუსი ჩვენი მომხმარებლები და მათი კმაყოფილებაა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ. ეს არის ეიპიემ ტერმინალსის გუნდსა და ჩვენს მომხმარებლებს შორის ძლიერი პარტნიორობის დამსახურება,“ – აცხადებს იენ როლინსონი, ეიპიემ ტერმინალს ფოთის კომერციული დირექტორი.

მსგავსი სიახლეები

“შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედოს”- ეროვნული ბანკი

“შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედოს”- ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას პროგნოზირებენ. “მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის…
ეკონომიკის რომელი დარგები გაიზარდა/შემცირდა აპრილში და რატომ? – საქსტატის განმარტება

ეკონომიკის რომელი დარგები გაიზარდა/შემცირდა აპრილში და რატომ? – საქსტატის…

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7.5%-ით, ხოლო 2023 წლის პირველი…
სებ-მა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 1%-ზე დატოვა

სებ-მა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 1%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, ნეიტრალურ დონეზე (1%-ზე), დატოვა – ამის შესახებ სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ…