ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე – ანტიკორუფციული ბიურო 300 საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის

ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე – ანტიკორუფციული ბიურო 300 საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის

ანტიკორუფციული ბიურო 2024 წლის განმავლობაში 300 საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის.

კომისიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს შესასწავლ ქონებრივ დეკლარაციებს შორის იქნებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და მათი მოადგილეები, ასევე დეპუტატები, აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს და მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს და მთავრობის წევრები. შემოწმდებიან ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთო სასამართლოს მოსამართლეები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები, სემეკის წევრები და ენერგოომბუდსმენი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაღალი თანამდებობის პირები, შპს „საქართველოს ფოსტა“, „საქართველოს რკინიგზა“, ესკო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს განვითარების ფონდი, ბლექ სი არენა ჯორჯია, პროკურატურა, საქართველოს ეროვნული ბანკი და ა.შ.

შესამოწმებელი დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს ფარგლებში სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია.

კომისიის შემადგენლობა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, ასეთია: გიორგი დავითური – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ქეთევან შოშიაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, თამარ ხუხია – საია, ნინო დოლიძე – ილიას უნივერსიტეტი და ალექსანდრე კუხიანიძე – თსუ.

მსგავსი სიახლეები

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…
იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე…
საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის…