ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დამონტაჟებული ერთ-ერთი დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წაღებული ხიდი მდინარიდან ამოიღეს, თუმცა მისი ხელახლა გამოყენება შეუძლებელი იყო და ახალ დროებით ხიდს ამონტაჟებენ.
“მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დავამონტაჟეთ, მდინარემ წაიღო. შესაბამისად, ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. მანამდე გვქონდა მცდელობა, ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას, შესაბამისად, ახალი გუშინ ახალი ხიდი გადმოვიტანეთ და დღეს, ახლა ვადევნებთ თვალს მონტაჟს და ამ შემთხვევაში ეს ამოცანაც შესრულდება” – განაცხადა ქარსელაძემ.
ამასთან, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში მომუშავე ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს, სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში კი ყველაზე დიდ გამოწვევას ის სამუშაო პირობები ქმნის, “რომლებიც უკავშირდება უშუალოდ იმ მასას, მის შემადგენლობას, რომელიც ძალიან რთულად ექვემდებარება დამუშავებას”.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.…
ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჰორმუზის სრუტე სრულად…
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მიმდინარე ნაპირდაცვის მასშტაბურ…