2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა – საქსტატი

2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. უშუალოდ დეკემბერში კი ზრდა 8.3% იყო.

საქსტატის თანახმად, დეკემბერში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 14.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 4.6%-ით არის გაზრდილი. დეკემბერში ბრუნვის მატება დაფიქსირდა ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში, თუმცა კლება იყო ენერგეტიკასა და უძრავი ქონების ოპერაციებში.

“2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამმუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოიგზავნა

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით…
ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელიც მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს ეწვია.…
მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა – სებ

მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1% ით (22.4 მლნ…