2025 წელს საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს – “ბიუჯეტიდან ₾100 მლნ უნდა გამოვყოთ”

2025 წელს საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს – “ბიუჯეტიდან ₾100 მლნ უნდა გამოვყოთ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის სახელმწიფო 100 მლნ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ფესტივალის გამართვისთვის თბილისსა და ბაკურიანში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

„ვიწყებთ მზადებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, მოგეხსენებათ, 2025 წელს საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, ამის თაობაზე დღეს გვექნება მსჯელობა. ჩვენ 100 მლნ ლარი უნდა გამოვყოთ ბიუჯეტიდან და ფესტივალისთვის დავიწყებთ მზადებას. ბაკურიანში მოეწყობა ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება თბილისსა და ბაკურიანს. წელს 25 მლნ ლარი უკვე არის გამოყოფილი, ჯამში 100 მლნ ლარი დაგვიჯდება ამ ფესტივალის ორგანიზება“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე, 2020 წლის ნოემბერში ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის…
„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია” – სამინისტრო

„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად…

„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია.…
ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და…

ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან…