ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი ამოქმედდა. “ჩერნომორენერგოს” ინფორმაციით, დღეიდან ელექტროენერგია, ორ-ორი საათით, დღეში 6 საათით გაითიშება.
“ეს გამოწვეულია ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონით და ელექტროენერგიის მაღალი მოხმარებით. შეზღუდვები სიტუაციის გამოსწორებამდე დარჩება. ამჟამად წყლის დონე 414 მეტრს შეადგენს”, – აცხადებენ “ჩერნომორენერგოში”.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.…
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ი მიუთითებს, რომ მაისში ინფლაციის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში…
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ 36.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან, ანუ…