რამაზ აბესაძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

რამაზ აბესაძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

  • თსუ
  • აგვისტო 1, 2022
  • 245

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ხან­გრძლი­ვი და ნა­ყო­ფი­ერი სა­მეც­ნი­ერო, პე­და­გო­გი­ური და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ული საქ­მი­ან­ობ­ის­თვის თსუ-ის პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი რა­მაზ აბ­ეს­აძე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და.

უამ­რა­ვი ჯილ­დოს, მათ შო­რის, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლი­სა და ილია ვე­კუ­ას მედ­ლე­ბის მფლო­ბე­ლის­თვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მე­და­ლი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი აღ­მოჩ­ნდა. ამ­ბობს, რომ ეს მი­სი საქ­მი­ან­ობ­ის შე­ფა­სე­ბაა და, გარ­და ღირ­სე­ბის შეგ­რძნე­ბი­სა, დიდ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­საც აკ­ის­რებს – იშ­რო­მოს მე­ტი იმ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის, რო­მელ­თა­ნაც ორ­გა­ნუ­ლა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და, სა­ერ­თოდ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სე­ბი.

რა­მაზ აბ­ეს­აძ­ემ სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობა დარ­გობ­რი­ვი და გა­რე­მოს დაც­ვის პრობ­ლე­მე­ბის შეს­წავ­ლით და­იწყო – ამ პრობ­ლე­მებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქ­ვს 4 მო­ნოგ­რა­ფია, ბო­ლო 20 წე­ლი კი ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბის კვლე­ვას მი­უძ­ღვნა და უკ­ვე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 3 მო­ნოგ­რა­ფი­ის ავ­ტო­რია. მის­თვის ეკ­ონ­ომ­იკა არ­ის საქ­მი­ან­ობ­ის სფე­რო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის კე­თილ­დღე­ობ­ას­თან და დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პროგ­რეს­ზე. სწო­რედ ამ გა­რე­მო­ებ­ებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ამ სფე­როს არ­ჩე­ვა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აქ­ტი­ურ­ად ჩა­ერ­თო იმ თე­მა­ტი­კის კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გავ­ლე­ნას იქ­ონი­ებ­და სა­ზო­გა­დო­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის ურ­თუ­ლეს პრო­ცე­სებ­ზე.

200-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მის, 9 მო­ნოგ­რა­ფი­ისა და 2 სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი დღეს კი­დევ ერთ მო­ნოგ­რა­ფი­აზე მუ­შა­ობს, რო­მელ­შიც და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა „ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ური რეგ­რე­სის თე­ორია“. მი­სი სტა­ტი­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ინ­დექ­სი­რე­ბუ­ლია — ERIH-ში, Scpus-ში და Google scholar-ში.

რა­მაზ აბ­ეს­აძ­ის ნაშ­რო­მებ­ში ბო­ლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის, „მწვა­ნე“ და „წრი­ული“ ეკ­ონ­ომ­იკ­ის პრობ­ლე­მებს, კერ­ძოდ: გა­მოკ­ვლე­ულია ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ზრდას შო­რის გან­სხვა­ვე­ბა და ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა; და­ხა­სი­ათ­ებ­ულია კავ­ში­რი ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ეკ­ონ­ომ­იკ­ური სის­ტე­მის ელ­ემ­ენ­ტებს შო­რის; გა­მოვ­ლე­ნი­ლი და შეს­წავ­ლი­ლია ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მოქ­მე­დი ფაქ­ტო­რე­ბი; შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის ინ­დი­კა­ტორ­თა სის­ტე­მა;

მის კვლე­ვებ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია ინ­დი­კა­ტორ­თა ოთხი ჯგუ­ფი: ეკ­ონ­ომ­იკ­ური, სო­ცი­ალ­ური, ეკ­ოლ­ოგი­ური და თვი­სებ­რი­ვი; გა­მოვ­ლე­ნი­ლია ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი გან­ვი­თა­რე­ბად, გან­ვი­თა­რე­ბულ და პოს­ტკო­მუ­ნის­ტურ ქვეყ­ნებ­ში; დი­დი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა პოს­ტკო­მუ­ნის­ტუ­რი ტრან­სფორ­მა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბის გან­ხილ­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში; გა­კე­თე­ბუ­ლია დას­კვნა იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ეკ­ონ­ომ­იკ­ური ზრდის ტემ­პე­ბის შე­ნე­ლე­ბის­კე­ნაც იყ­ოს მი­მარ­თუ­ლი (რა­საც ავ­ტო­რი „ეკ­ონ­ომ­იკ­ურ კლე­ბას“ უწ­ოდ­ებს და ას­აბ­უთ­ებს შე­სა­ბა­მი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბით);

რა­მაზ აბ­ეს­აძ­ის მი­ერ გა­მოთ­ქმუ­ლია მო­საზ­რე­ბა იმ­ის შე­სა­ხებ, რომ დღე­ის­თვის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში „ინ­ფორ­მა­ტი­ზა­ცი­ის ეპ­ოქა“ მთავ­რდე­ბა და იწყე­ბა „მო­აზ­როვ­ნე ტექ­ნოს­ფე­როს“ („Thinking Technosphere“) ეპ­ოქა. მეც­ნი­ერს შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და და­ხა­სი­ათ­ებ­ული აქ­ვს ად­ამი­ან­ისე­ული კა­პი­ტა­ლის ძი­რი­თა­დი ელ­ემ­ენ­ტე­ბი, მათ შო­რის: ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ერი სი­ჯან­სა­ღეგო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი უნ­არი; ჩვე­ვე­ბი (პრო­ფე­სი­ული და ინ­სტი­ტუ­ცი­ური); გა­მოც­დი­ლე­ბა (პრო­ფე­სი­ული და ცხოვ­რე­ბი­სე­ული); ცოდ­ნა (პრო­ფე­სი­ული და ზო­გა­დი); მო­ტი­ვა­ცია და სხვა;

მან­ვე და­ამ­კვიდ­რა ტერ­მი­ნი „კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკა“. მეც­ნი­ერ­ის აზ­რით, კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკა არ­ის ის­ეთი ეკ­ონ­ომ­იკა, რო­მელ­ზეც მოქ­მედ ფაქ­ტორ­თა ერ­თობ­ლი­ობა ხელს უწყობს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ გან­ვი­თა­რე­ბას; სხვა­დას­ხვა ნაშ­რომ­ში გა­მოკ­ვლე­ული აქ­ვს „ინ­ოვ­აცი­ური ეკ­ონ­ომ­იკ­ის“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის გა­მოც­დი­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში და გან­საზღვრუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ოვ­აცი­ური პო­ლი­ტი­კი­სა და ინ­ოვ­აცი­ური სის­ტე­მის გაძ­ლი­ერ­ებ­ის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი.

რა­მაზ აბ­ეს­აძ­ის მი­ერ ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­და „ეკ­ონ­ომ­იკ­ური რეგ­რე­სის თე­ორია“, სა­დაც ახ­სნი­ლია მი­სი არ­სი, წარ­მო­შო­ბის წყა­რო­ები, გა­მოვ­ლი­ნე­ბის ფორ­მე­ბი და თა­ვი­დან აც­ილ­ებ­ის გზე­ბი.

გარ­და სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობ­ისა, რა­მაზ აბ­ეს­აძე აქ­ტი­ურ­ადაა ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­შიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში მან პირ­ვე­ლად შე­მო­იტ­ანა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე, მაკ­რო­ეკ­ონ­ომ­იკ­ის კა­თედ­რის მა­შინ­დე­ლი გამ­გის, აკ­ად­ემ­იკ­ოს ვლა­დი­მერ პა­პა­ვას მხარ­და­ჭე­რით, და­ნერ­გა სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნა — „ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბა“. ას­ევე შე­მო­ღე­ბულ იქ­ნა სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნე­ბი — „ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბა“ (ბა­კა­ლავ­რე­ბი­სათ­ვის) და — ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბის თე­ორია“ (მა­გის­ტრან­ტე­ბი­სათ­ვის).

რა­მაზ აბ­ეს­აძე არ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ან­ალ­იტ­იკ­ური ჟურ­ნა­ლის „ეკ­ონ­ომ­ის­ტის” და „პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­სტი­ტუ­ტის სა­მეც­ნი­ერო შრო­მე­ბის კრე­ბუ­ლის” და­არ­სე­ბის ინ­იცი­ატ­ორი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი.

იგი 2008 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობს თსუ-ის პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­სტი­ტუტს, რო­მელ­მაც გო­ნი­ერი და კარ­გი მე­ნე­ჯე­რის ხელ­ში არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, თუმ­ცა რა­მაზ აბ­ეს­აძე ამ­ას მხო­ლოდ სა­კუ­თარ დამ­სა­ხუ­რე­ბას არ მი­აწ­ერს, ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­თა თავ­და­უზ­ოგ­ავი შრო­მის და ერ­თი­ან­ობ­ის შე­დე­გია: „სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ ად­ამი­ან­ის საქ­მი­ან­ობ­ის ყვე­ლა სფე­რო კრი­ზის­მა მო­იც­ვა, ამ­ას ემ­ატ­ებ­ოდა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ცალ­კე­ული მეც­ნი­ერ­ის­ად­მი და, სა­ერ­თოდ, მეც­ნი­ერ­ებ­ის­ად­მი არ­ას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე სი­ტუ­აცია და­ემ­თხვა ჩე­მი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად ყოფ­ნის დროს. მი­ყო­ლე­ბით იხ­ურ­ებ­ოდა ინ­სტი­ტუ­ტე­ბი (მა­გა­ლი­თად ეკ­ონ­ომ­იკ­ის პრო­ფი­ლის ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი გა­უქ­მდა, გარ­და ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტი­სა), რჩე­ბოდ­ნენ შე­ნო­ბე­ბის გა­რე­შე, სა­გან­გა­შოდ მცირ­დე­ბო­და მეც­ნი­ერ­თა რა­ოდ­ენ­ობა, სამ­სა­ხუ­რი­დან ათ­ავ­ის­უფ­ლებ­დნე მო­წი­ნა­ვე მეც­ნი­ერ­ებს, ყვე­ლა­ზე მცი­რე ხელ­ფა­სი დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ მეც­ნი­ერ­ებს და ამ რთულ სი­ტუ­აცი­აში ჩვენ ინ­სტი­ტუ­ტი და შე­ნო­ბაც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ, რაც კარ­გი მუ­შა­ობ­ის შე­დე­გი იყო“, – ასე აფ­ას­ებს იგი გან­ვლილ წლებს.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ვერც კი იფ­იქ­რებ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მეც­ნი­ერი სხვა სფე­რო­ში შე­იძ­ლე­ბო­და მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, მაგ­რამ თურ­მე ეკ­ონ­ომ­იკ­ის მეც­ნი­ერ­ება ბეწ­ვზე გა­დარ­ჩა, რომ რა­მაზ აბ­ეს­აძე ქარ­თულ ფი­ლო­ლო­გი­აში არ დამ­კვიდ­რდა. ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და ლი­ტე­რა­ტუ­რა და უნ­დო­და ფი­ლო­ლო­გი გა­მო­სუ­ლი­ყო. გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონ­და და დღემ­დე მი­სი ფა­ვო­რი­ტი მწერ­ლე­ბია ქარ­თვე­ლი პრო­ზა­იკ­ოსე­ბი­დან კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია და ჭა­ბუა ამ­ირ­ეჯ­იბი, პო­ეტ­ებ­იდ­ან გა­ლაკ­ტი­ონი, ლა­დო ას­ათი­ანი, იოს­ებ ნო­ნეშ­ვი­ლი, ოთ­არ ჭი­ლა­ძე. უცხო­ელი პრო­ზა­იკ­ოს­ებ­იდ­ან და პო­ეტ­ებ­იდ­ან ახ­ლაც ინ­ტე­რე­სით კითხუ­ლობს თო­მას მანს, ბალ­ზაკს, ტურ­გე­ნევს, პუშ­კინს, ომ­არ ხაიამს, ეს­ენ­ინს… გა­ტა­ცე­ბუ­ლია სპორ­ტით და თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს­თვის“ არ­ას­ოდ­ეს უღ­ალ­ატია – დღემ­დე მი­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, თუმ­ცა ბო­ლო დროს რაგ­ბი­მაც გა­იტ­აცა და ინ­ტე­რე­სით ად­ევ­ნებს თვალს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბულ თა­მაშს…

მეც­ნი­ერ­მა დი­დი და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გან­ვლო და მი­სი შე­ფა­სე­ბი­სას ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის თა­ნად­გო­მას მად­ლი­ერ­ებ­ით იხ­სე­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ყოფს თა­ვის ლექ­ტორს – პრო­ფე­სორ პლა­ტონ კო­ღო­ნი­ას, მკაცრ და პრინ­ცი­პულ, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ან პე­და­გოგს და სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რობს ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რებ­ზე – პა­ატა გუ­გუშ­ვილ­ზე, ავ­თან­დილ გუ­ნი­აზე, ვლა­დი­მერ პა­პა­ვა­სა და გი­ორ­გი წე­რე­თელ­ზე, რო­მელ­საც უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­საც კი უწ­ოდ­ებს.

გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ში არ­აფ­ერს ნა­ნობს, მად­ლი­ერი ად­ამი­ანია და ყვე­ლა იმ პი­როვ­ნე­ბას უმ­ად­ლის, ვი­საც კი ოდ­ნა­ვი სი­კე­თე გა­უკ­ეთ­ებია მის­თვის. მე­უღ­ლის და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­ულ სევ­დას ახ­ლა ერ­თა­დერ­თი ვა­ჟი უმ­სუ­ბუ­ქებს – სი­კე­თით, სიყ­ვა­რუ­ლით, ნი­ჭი­ერ­ებ­ით სავ­სე ად­ამი­ანი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბის გა­მარ­თლე­ბას უწ­ოდ­ებს.

რაც შე­ეხ­ება უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მე­დალს, მი­სი აზ­რით, ეს მწვერ­ვა­ლია, რომ­ლამ­დეც გარ­ჯი­თა და წვა­ლე­ბით მი­ვი­და. შრო­მის გა­რე­შე არ­აფ­ერი მი­მი­ღიაო — ამ­ბობს და მად­ლი­ერია იმ ად­ამი­ან­ებ­ის, რომ­ლებ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა ეს­ოდ­ენ მა­ღა­ლი ჯილ­დო­თი შე­აფ­ას­ეს.

მსგავსი სიახლეები

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც…
წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება – IMF

წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება,…

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა…
ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით” საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა. გადაზიდვას სინცზიანიდან ნეაპოლამდე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ და…