ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა – რაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე  ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და 2024-2026 წლების ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესს.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც მიმართულია ნდობის აღდგენისკენ“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

 

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა განიხილეს?

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა – რა…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო…
სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი უმაღლესი განათლების რეფორმა – ირაკლი კობახიძე

სათანადო ვადებში ბოლომდე იქნება მიყვანილი უმაღლესი განათლების რეფორმა –…

უმაღლესი განათლების სისტემაში, ზოგადად, არ გვაქვს დღეს სახარბიელო მდგომარეობა. სწორედ ამის გამო ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია უმაღლესი განათლების რეფორმისთვის, – ამის შესახებ…
ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი – ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – კობახიძე

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი…

ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…