სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია – ირაკლი კობახიძე

სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია – ირაკლი კობახიძე

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2020 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ – 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა.

„ამ ხუთი წლის განმავლობაში სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1,120,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280 ათასს ჩამოსცდა.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა. ვიდრე 280 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძის სიტყვა 26 მაისს

ირაკლი კობახიძის სიტყვა 26 მაისს

ირაკლი კობახიძემ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საზოგადოებას ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის ისტორიულ გზაზე, სუვერენიტეტსა და ქრისტიანობის როლზე…
2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება რეალურია – ირაკლი კობახიძე

2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება რეალურია –…

2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა,…
ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს,…