16 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ

16 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N301 მარშრუტზე იმოძრავებენ

დედაქალაქის მოსახლეობას 18-მეტრიანი ავტობუსები 16 მარტიდან უკვე N301 მარშრუტზეც მოემსახურება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს.

„16 მარტს უკვე მეოთხე მარშრუტზე გავლენ MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი შედეგი მგზავრებისთვის უკვე შესამჩნევია: 18-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს, რაც იმ უბნებისთვის, სადაც ეს მარშრუტები გადის, დიდი შეღავათია. ამ მიმართულებით იყო პრობლემები, გადატვირთული ავტობუსები, რაც მგზავრებისთვის გადაადგილებას ართულებდა. როგორც იცით, პირველ ეტაპზე შემოყვანილი 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე გადანაწილდა N302, N308 და N314 მარშრუტზე და ასევე, 16 მარტიდან გავლენ N301 მარშრუტზე, რომელიც მგზავრებს მოემსახურება ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან („თბილავიამშენის“ მიმდებარედ) რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დანარჩენი 110 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მსგავსი დატვირთვის ხაზებზე გადანაწილდება.

„ველოდებით კიდევ 110 ერთეულ ავტობუსს, რომელიც დატვირთულ ხაზებზე გადანაწილდება. ჯამში, 160 ერთეული ავტობუსი გვყავს შეძენილი. ასევე, დაწყებული გვაქვს დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ პროცედურები უკვე დაიწყო. პარალელურად, მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგება, რომ 18-მეტრიანმა ავტობუსებმა დედაქალაქში გადაადგილება დაუბრკოლებლად შეძლოს“,- განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება – რა წერია კანონპროექტში?

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება – რა წერია…

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ კანონპროექტში წერია, რომელსაც ხელს მიხეილ ყაველაშვილი აწერს. “საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა…
თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ საერთაშორისო წარდგენის ღონისძიება გაიმართა

თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ საერთაშორისო წარდგენის ღონისძიება გაიმართა

თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ ოფიციალური საერთაშორისო წარდგენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლორენს ჯეი გლიკი, „გენსლერ“ სტუდიის…
𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდია – ილია წულაია

𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდია – ილია…

“𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდია”, – ამის შესახებ კომპანია “არქის” დამფუძნებელმა ილია წულაიამ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა.…