2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა გაიყიდა – Galt & Taggart

2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 3 641 ბინა გაიყიდა – Galt & Taggart

Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების, მიმდინარე წლის, აპრილის მიმოხილვა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის აპრილში პირველად ბაზარზე მოთხოვნა აღდგა და გაყიდვებმა 2022 წლის შემდეგ თვის ჭრილში რიგით მესამე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

მათივე ცნობით, გაყიდვები მაღალ დონეზე შენარჩუნდა მეორად ბაზარზეც და წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი ბაზის ეფექტით იყო განპირობებული. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება.

Galt & Taggart-ი წერს, რომ ფასის ზრდა ორივე ბაზარზე გაგრძელდა – პირველადი ბაზრის ფასები ზომიერი ტემპით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა მოთხოვნამ და გაცემული ნებართვების ფართობის შემცირებამ.

მოთხოვნა
2026 წლის აპრილში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,641 შეადგინა, აქედან:

• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 17.2%-ით გაიზარდა და 1,857 შეადგინა (2026 წლის 4 თვეში +15.4% წ/წ).
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 1,784 შეადგინა. (2026 წლის 4 თვეში +13.7% წ/წ).

“ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის აპრილში მოთხოვნა პირველად ბაზარზე აღდგა და წლიურად 64.0%-ით გაიზარდა (ჯამურად 2026 წლის 4 თვეში +25.9% წ/წ). ზრდა მეტწილად გასული წლის დაბალ ბაზას ასახავს, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო განპირობებული. 2026 წლის 4 თვეში, თბილისში სულ 14,548 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+22.4% წ/წ),”- წერია დიკუმენტში.

მიწოდება
2026 წლის აპრილში ნებართვა გაიცა 9 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 113,216 კვ.მ შეადგინა (-54.0% წ/წ). აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება, რაც წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია.

ჯამურად, 2026 წლის 4 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 40.0%- ით შემცირდა.

ფასები
2026 წლის აპრილში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე შენელდა და თვიურად 0.4%-ით გაიზარდა 1,408 აშშ დოლარამდე. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 5.0%-ით გაიზარდა და 1,371 აშშ დოლარი შეადგინა.

ქირა
2026 წლის აპრილში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე 10.0 აშშ დოლარი შეადგინა (+0.4% თ/თ), ქირის ამონაგებმა კი – 8.5%.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც 55% კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის – Galt & Taggart

2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ…

Galt & Taggart-მა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც თბილისში საოფისე უძრავ ქონებას მიმოიხილავს. დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9…
Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე, ინფლაციის პროგნოზი კი 4.8%-მდე გაზარდა

Galt & Taggart-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე, ინფლაციის პროგნოზი…

Galt&Taggart-მა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია შეფასებაში, რომელიც სიანვესტიციო ბანკმა დღეს გამოაქვეყნა. აქამდე არსებული პროგნოზით,…
Galt & Taggart-ის პროგნოზით, ირანში ომის გამო სამშენებლო მასალების გაძვირებაა მოსალოდნელი

Galt & Taggart-ის პროგნოზით, ირანში ომის გამო სამშენებლო მასალების…

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2026 წელს სამშენებლო მასალების ფასების ზრდაა მოსალოდნელი.  კვლევის მიხედვით, ამ პროცესის ერთ-ერთი განმაპირობებელი…