ეროვნული ბანკი საპენსიო სესხების რეკლამირებას აკრძალავს

ეროვნული ბანკი საპენსიო სესხების რეკლამირებას აკრძალავს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება.

სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს. ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან. აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე მეტად მორგებული გარემოს ჩამოყალიბებას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას.

საქართველოში პენსიით/სოციალური გასაცემლებით უზრუნველყოფილ კრედიტებს “ლიბერთი ბანკი” გასცემს. ბანკის მესამე კვარტალის ანგარიშის მიხედვით, 354 ათას პენსიონერს და სოც. შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული. 2023 წლის მესამე კვარტალში საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი 1 მილიონი ლარით შემცირდა და მან 401 მილიონ ლარს მიაღწია. ეს მთლიანად ლიბერთი ბანკის საკრედიტო პორტფელის 2.6 მილიარდი ლარის 15.5%-ია.

“ლიბერთი ბანკის” ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1,132 ლარია.

ამასთან, მესამე კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 29.4%-ს შეადგენდა. სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ ამ კრედიტების საშუალო ეფექტური განაკვეთი წინა წელთან შედარებით 5.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის მაისში “ლიბერთი ბანკმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს, ანუ ჯამში 105 მილიონ ლარს მიიღებს.

მაჩვენებელი მოიცავს როგორც ასაკით პენსიონერთა, ისე სოციალური პენსიების მიმღებთა მაჩვენებელს.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…