2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის ანგარიშის თანახმად, წელს გაიზარდა დამოკიდებულება ადგილობრივად გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, რადგანაც მთლიანმა ადგილობრივმა გენერაციამ 3.32 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. შესაბამისად, შემცირდა ელექტროენერგიის იმპორტი. თუკი 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 600 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, წელს ის 438 მილიონ კილოვატ საათს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს გაუმჯობესდა ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად უხვი ნალექითაც იყო განპირობებული. თუკი 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ჰესებმა 1.51 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, 2024 წლის პირველ კვარტალში ამ მოცულობამ 2.14 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა (ზრდა 41%). მათ შორის ყველაზე მეტი ენერგია ენგურჰესმა გამოიმუშავა 347 მილიონი კილოვატ საათის ოდენობით (ზრდა 86%).

ჰესების გამომუშავების ზრდის გამო, შემცირდა მოთხოვნა თბოელექტროსადგურების გამომუშავებაზე. შედეგად თბოსადგურებმა მხოლოდ 1.16 მილიარდი კილოვატ საათი დენი გამოიმუშავეს, რაც წლიურად 26%-ით ნაკლებია.

წელს შემცირდა ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით, რაც თურქეთში ადგილობრივი გენერაციის ზრდას უკავშირდება. თუკი 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ენერგეტიკულმა ქსელმა აზერბაიჯანიდან თურქეთში 1.19 მილიარდი კილოვატ საათი გაატარა, წელს ტრანზიტის სახით გაშვებული ენერგია 302 მილიონი კილოვატ საათი იყო, რაც 75%-იან კლებას წარმოადგენდა.

მსგავსი სიახლეები

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან გაიზარდა – Eristavi Estates

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან…

RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების…
არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! – ჰერჩინსკი

არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ…

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი…
„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, – ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. „ზოგადად, კომპანია იზრდება…