საქართველოს ეროვნულ ბანკს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ქუსიკაშვილი ტოვებს. ინფორმაციას ადასტურებს თავად ქუსიკაშვილიც, თუმცა საკითხზე მეტ კომენტარს არ აკეთებს.
ინფორმაციისთვის, სებ-ი უკვე დატოვა ასევე ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა და უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმაც დატოვა, მანამდე კი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.
დღეს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა – მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების…
წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი…
„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, – ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. „ზოგადად, კომპანია იზრდება…