ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევიმ და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ორალოღლუმ.

ამასთან, ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ასევე სტუმრები უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ახალი სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

„ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას. მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს. აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის, რაშად ნაბიევის მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერით შედეგად“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, დეტალები შეთანხმდა და მალე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი – კობახიძე

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, დეტალები შეთანხმდა და მალე გაეშვება რკინიგზის…

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში…