„თელავში გასაყიდი უძრავი ქონების დეფიციტია“ – „ფროფერთრაი“

„თელავში გასაყიდი უძრავი ქონების დეფიციტია“ – „ფროფერთრაი“

კახეთში მომუშავე უძრავი ქონების კომპანია “ფროფერთრაის” დამფუძნებლის ელენე იაშვილის თქმით, თელავში არსებულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად აღემეტება. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ახალი პროექტების მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო, ამ დორის განმავლობაში კი მხოლოდ რვა დასრულებული პროექტი არსებობს. მისივე ინფორმაციით, რეგიონით მხოლოდ ადგილობრივი დეველოპერული კომპანიები ინტერესდებიან, შეთავაზებაში კი მხოლოდ შავი კარკასია.

„კახეთში და განსაკუთრებით თელავში ფასი ყოველდღიურად მატულობს და ბინების დეფიციტია. იმის მიუხედავად, რომ არ ჩანს, თელავში რეალურად 118 ძველი კორპუსია, სადაც ყოველდღიურად იყიდება ბინები, მყიდველი თუა ათი, გასაყიდი შეიძლება იყოს ნული, როგორც კი შემოდის ბინა, შეიძლება 1 სთ-ში გაიყიდოს.

ახალ პროექტებს რაც შეეხება, რვა დასრულებული პროექტია, აქედან შესახლებულია სამი. ხაზგასასმელია ის, რომ ბაზარზე არ არიან ბრენდული კომპანიები, ძირითადად ადგილობრივი დეველოპერები მუშაობენ და შეთავაზებაშია მხოლოდ შავი კარკასი.

ცენტრში მხოლოდ სამ სართულიანი სახლების აშენების უფლებას აძლევენ, ხოლო ალაზნის გამზირზე, ანუ ქვედა მხარეს, შეიძლება 7 და 9-სართულიანი პროექტების გაკეთება. დეველოპერებს ეს ბინები სრულად გაყიდული აქვთ და უკვე დაიწყო მეორადი გაყიდვები. მყიდველებს რაც შეეხებათ, ესენი არიან ემიგრანტები და ასევე ადგილობრივები, ვისაც უნდა გასაქირავებლად.

რამდენიმე პროექტის დაწყება იგეგმება, თუმცა დიდი ბაზარია რაც ჯერ ათვისებული არ არის. გარდა ამისა, თელავი ხომ არ არის მხოლოდ კახეთი, არის ახმეტა, გურჯაანი, ყვარელი, აქ ჯერ ასე აქტიურად მშენებლობა საერთოდ არ დაწყებულა. იმედია, სხვა დიდი კომპანიებიც შემოვლენ. სულ სამი წლის წინ დაიწყო პირველი კორპუსების აშენება და ვფიქრობთ, პოტენციალი ძალიან დიდია.“ – განაცხადა იაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თელავში ძველ აშენებულ კორპუსებში ფასი $400-იდან $650-მდე მერყეობს. რაც შეეხება ქირას, ერთ საძინებლიანი სუფთა ბინის ღირებულება 400-600 ლარია.

„ძველ კორპუსში კვ.მ-ის ფასი არის $400-500, გარემონტებული $600-650-მდე, თუმცა აქ არ ვგულისხმობ ქალაქის ცენტრს, ისტორიული ხედებით. ახალ კორპუსებს რაც შეეხება შავი კარკასით ფასები იწყება $400-იდან 800-მდე.

გაქირავების ბაზარი სეზონურია, იცით, რომ ძალიან ბევრი სასტუმროა სადაც ჩამოდის პერსონალი თბილისიდან, თუმცა ეს არის 3-6 თვიანი. ასევე ქირაობენ სტუდენტები და ნუ ცხადია ის ოჯახები ვისაც საკუთარი ბინა არ აქვთ.

დღიურს რაც შეეხება, კახეთი უმეტესად შაბათ-კვირის დასასვენებლად იქცა, ფესტივალების და ასევე როცა თუშეთის გზა იხსნება, ტურისტები რჩებიან ერთი ღამით და მეორე დღეს ალვანიდან მიდიან თუშეთში, ამ დროს ქირავდება, თუმცა დღიური გაქირავების ბაზარი ნაკლებად მუშაობს.

თელავში გარემონტებული ბინა ერთ ოთახიანი 400-იდან 600 ლარამდე. ახლა დაგვემატა ახალაშენებულიც, სადაც ფასი მაგ. სამ ოთახიანის 1000-1500 ლარიც კია“, – განაცხადა ელენე იაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…