საქართველოს რამდენი მოქალაქე დასაქმდა 2023 წელს ლეგალურად გერმანიასა და ისრაელში? – ანგარიში

საქართველოს რამდენი მოქალაქე დასაქმდა 2023 წელს ლეგალურად გერმანიასა და ისრაელში? – ანგარიში

ჯანდაცვის სამინისტრომ „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიში“ წარმოადგინა.

ანგარიშის მიხედვით, ლეგალური დასაქმების სახელმწიფო პროგრამით 2023 წელს გერმანიაში 1 193 პილი დასაქმდა, ისრაელში კი მხოლოდ 3.

“გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, 2 732 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანული მხარის მიერ, აქედან 2023 წელს 1 193 პირზე, ხოლო 20 პირი დასაქმდა ისრაელის სახელმწიფოში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, მათ შორის 2023 წელს – 3 (ისრაელის სახელმწიფოში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა ამოქმედდა 2022 წლის მეორე ნახევარში)”, – წერია ანგარიშში.

გერმანიაში, სეზონური დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის თებერვალში ამოქმედდა. ორ ქვეყანას შორის შეთანხმებული კრიტერიუმები კი, შემდეგია:

• უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე;
• გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
• ფიზიკური ჯანმრთელობა;
• მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
• ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
• გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 – 10 საათი დღეში.
მინიმალური ხელფასი – 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

რაც შეეხება ისრაელს, აქ კრიტერიუმები გაცილებით მკაცრია.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • განათლება:
  • მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული;
  • უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
  • ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
  • ნასამართლეობის არმქონე;
  • ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
  • არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
  • არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;

შრომის ანაზღაურება: კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში დარიცხული ხელფასი შეადგენს სულ მცირე 5300 შეკელს ( დაახლოებით 1610 აშშ დოლარის ექვივალენტი ), ხოლო კვირაში 58 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში – 8023 შეკელი (დაახ. 2440 აშშ დოლარი თვეში).

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…