„მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე 450000-ზე მეტი მიწის ნაკვეთია დარეგისტრირებული“, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, 1 მლნ ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთი იქნება რეგისტრირებული.
“მიმდინარე მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა ყველა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი თუ კერძო პირი. ამასთან, ერთხელ და სამუდამოდ საკუთრების უფლება დაცული იქნება,“-აცხადებს ბრეგაძე.
მისივე ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ამასთან ხელი შეეწყო ახალი პროფესიის – ამზომველების პროფესიის ჩამოყალიბებას, რომლებიც სათანადოდ, შენობების აზომვას მაღალი სტანდარტებით მოახდენენ.
ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა სამწლიანი პროექტია, რომელიც1 200 000 ჰა-ს აზომვასა და რეგისტრაციას გულისხმობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…