ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.
ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე უძღვებოდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას.
ღონისძიებაში მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამთა ყველაიძემ მიიღო. მისი განცხადებით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის, როგორც უნიკალური ნიშური პროდუქტის, პოზიციონირების გაძლიერებას.
ქართული ღვინის წარდგენას საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი დაესწრო.
ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეღვინეობით გამორჩეულ საფრანგეთში, სადაც ქართული ღვინისა და, განსაკუთრებით, ქვევრის ღვინის მიმართ მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება.
2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი მცირედით ₾18 მილიონამდე გაიზარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს 17,4 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ბიუჯეტი…
თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის 2025 წლის მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა გააძლიერა თავისი როლი, როგორც უფრო სტაბილურმა და მაღალი ღირებულების ბაზარმა…
2025 წლის 11 თვეში, ქართული ღვინო 36 გამოფენა-ფესტივალსა და 300-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-ზე მეტ ქვეყანაში იყო წარდგენილი.…