პარლამენტში ქართული ლუდის ტრადიციების დაცვა-განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – გელა სამხარაული

პარლამენტში ქართული ლუდის ტრადიციების დაცვა-განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – გელა სამხარაული

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის განცხადებით, პარლამენტში ქართული ლუდის ტრადიციების დაცვა-განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

ამის შესახებ მან, კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა.

მისი ინფორმაციით, პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტი სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ჩამოაყალიბებს, რომელიც ქართული ლუდის ტრადიციების დაცვისა და განვითარების მიმართულებით იმუშავებს.

კომიტეტი, პროცესის ინიციატორი იქნება, ხოლო ჯგუფის მეშვეობით შემდგომში აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები და მითითებები მომზადდება. “საქართველო უკვე ფლობს არაერთ საერთაშორისო აღიარებულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. სულ ბოლოს იყო ხორბალთან დაკავშირებული აღიარება.

მანამდე ქვევრის ღვინო გვაქვს და კიდევ სხვა ჩვენი საამაყო ღირებულებებია აღიარებული. და ახლა ვმუშაობთ ქართულ ლუდზე, ლუდის ტრადიციებზე, მთის ლუდზე. ბოლო კვლევებმა, როგორც ხორბლის, ისე ქერის მიმართულებით, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. ამასთან, დღემდე შემორჩენილია მთის ლუდის ხარშვის უნიკალური ტრადიციებიც, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას, დაცვასა და განვითარებას საჭიროებს“, – განაცხადა სამხარაულმა.

მისივე ინფორმაციით, საკითხზე მუშაობა უკვე გარკვეული პერიოდია მიმდინარეობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიასთან თანამშრომლობით.

როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა რეგიონთან დაკავშირებული ინფორმაცია უკვე მოძიებულია და პროცესი აღსრულების ეტაპზე გადადის.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს პარლამენტი მაროკოს სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ქმნის

საქართველოს პარლამენტი მაროკოს სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ქმნის

საქართველოს პარლამენტი მაროკოს სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ქმნის. საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულია დადგენილება, რომლის მიხედვით, პარლამენტში შექმნილ მეგობრობის ჯგუფებს მაროკოს პარლამენტთან მეგობრობის…
პარლამენტმა ცვლილებები მიიღო, რომელიც ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემას კრძალავს

პარლამენტმა ცვლილებები მიიღო, რომელიც ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემას კრძალავს

პარლამენტმა 76 ხმით 9-ის წინააღმდეგ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად: ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ…