საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში იახტების იმპორტი საქართველოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48.5%-ით გაიზარდა.

იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების მოცურავე საშუალება შემოვიდა.

TOP-5 ქვეყანა, სადაც 2024 წლის 3 თვეში საქართველომ ყველაზე მეტი იახტა იყიდა, რაოდენობა კი, მითითებული არ არის :

  • ბელგია – 327 320 აშშ დოლარი;
  • აშშ – 158 910 აშშ დოლარი;
  • უკრაინა – 63 530 აშშ დოლარი;
  • პორტუგალია – 46 470 აშშ დოლარი;
  • კანადა – 21 620 აშშ დოლარი

ცნობისთვის, გასულ წელს ჯამურად საქართველომ 3.5 მლნ აშშ დოლარის იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია, როცა ქვეყანაში 4.1 მლნ-ს იახტები შემოვიდა. სწორედ 2022 წელი იყო საქართველოში იახტების იმპორტის კუთხით რეკორდული.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…