ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, 2023 წლის აპრილში ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში უმუშევრობის დონე სტაბილურად 4.8% იყო (ზედიზედ 3 თვის განმავლობაში).
ამასთან, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის უმუშევრობის დონე არ შეცვლილა 10 ქვეყანაში, შემცირდა – 14 და გაიზარდა – 6 ქვეყანაში. გარდა ამისა, უმუშევრობის დონე რეკორდულ მინიმუმს მიუახლოვდა კანადაში, საფრანგეთში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი TOP 10 ქვეყანა, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია:
კორეა – 2.6%
იაპონია – 2.6%
ჩეხეთის რესპუბლიკა – 2.7%
პოლონეთი – 2.7%
მექსიკა – 2.9%
გერმანია – 2.9%
ისლანდია – 3.3%
ახალი ზელანდია – 3.4%
ნიდერლანდები – 3.4%
ამერიკის შეერთებული შტატები – 3.4%
გარდა ამისა, აღსანიშნია, რომ 2023 წლის აპრილში OECD-ის ქვეყნებში ახალგაზრდების (15-დან 24-წლამდე) უმუშევრობის დონე 10.2%-მდე შემცირდა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 17 ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე მეტად შვედეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, პორტუგალიასა და იტალიაში.
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…