ქვეყნები, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია – OECD

ქვეყნები, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია – OECD

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, 2023 წლის აპრილში ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში უმუშევრობის დონე სტაბილურად 4.8% იყო (ზედიზედ 3 თვის განმავლობაში).

ამასთან, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის უმუშევრობის დონე არ შეცვლილა 10 ქვეყანაში, შემცირდა – 14 და გაიზარდა – 6 ქვეყანაში. გარდა ამისა, უმუშევრობის დონე რეკორდულ მინიმუმს მიუახლოვდა კანადაში, საფრანგეთში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში. 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი TOP 10 ქვეყანა, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია:

  • კორეა – 2.6%
  • იაპონია – 2.6%
  • ჩეხეთის რესპუბლიკა – 2.7%
  • პოლონეთი – 2.7%
  • მექსიკა – 2.9%
  • გერმანია – 2.9%
  • ისლანდია – 3.3%
  • ახალი ზელანდია – 3.4%
  • ნიდერლანდები – 3.4%
  • ამერიკის შეერთებული შტატები – 3.4%

გარდა ამისა, აღსანიშნია, რომ 2023 წლის აპრილში OECD-ის ქვეყნებში ახალგაზრდების (15-დან 24-წლამდე) უმუშევრობის დონე 10.2%-მდე შემცირდა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა 17 ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე მეტად შვედეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, პორტუგალიასა და იტალიაში. 

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…