2027 წლისთვის ლურჯი მოცვის ექსპორტი 20 მლნ კგ-მდე გაიზრდება – Galt & Taggart

2027 წლისთვის ლურჯი მოცვის ექსპორტი 20 მლნ კგ-მდე გაიზრდება – Galt & Taggart

საქართველოში მოცვის მოსავალი 2023 წელს ჯამში 4 მლნ კგ იყო, ხოლო 2027 წლისთვის 25 მლნ კგ-მდე ზრდაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც საქართველოში ლურჯი მოცვის ბიზნესს ეხება.

საქართველომ ლურჯი მოცვის მოყვანა 2019 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს და დონორების მხრიდან ამ დარგის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერის დამსახურებით. 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოში ლურჯი მოცვით გაშენებული ბაღების ჯამურმა ფართობმა 2 ათასი  ჰა-ს გადააჭარბა. შედეგად, მოსავალი 8.5-ჯერ გაიზარდა 2019-2023 წლებში 0.5 მლნ კგ-დან 4 მლნ კგ-მდე. 

კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობის მოცვის ბაღები სამეგრელოშია გაშენებული და ამ რეგიონზე ჯამური გაშენებული ბაღების ფართობის ნახევარი მოდის. სოფლის განვითარების სააგენტოს მიხედვით, მოცვის ბაღების საშუალო ინვესტიცია 1 ჰექტარზე 30.9 ათას ლარს შეადგენდა 2017-22 წლებში, ხოლო 2022 წელს საშუალო საინვესტიციო ღირებულება გაიზარდა ჰექტარზე 33.3 ათას ლარამდე. 

საქართველოში მოცვის ბაღები ჰექტარზე 14.5 ტონა მოსავალს იძლევა, რაც ქვეყანას გლობალურად მე-7 ადგილზე აყენებს. შესაბამისად, არსებული ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის გათვალისწინებით, Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წლისთვის ლურჯი მოცვის წარმოება 25 მლნ კგ-მდე გაიზრდება [2023 წლის 4 მლნ კგ-დან].

რაც შეეხება ლურჯი მოცვის ფასს, საქართველოში ლურჯი მოცვის საბითუმო ფასები 2023 წელს 20 ლარით დაიწყო და 5.5 ლარამდე შემცირდა.

ლურჯი მოცვის ფასი როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე, მკვეთრად სეზონურია. 2023 წლის 2 ივნისის კვირაში ფასი იყო 20 ლარი/კგ-ზე, ივლისის ბოლოს ფასი კგ-ზე 5.5 ლარამდე ჩამოვიდა. 

“მოცვის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მიწოდების რაოდენობას, მოთხოვნას როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო ბაზრებიდან, ვალუტის კურსს და გლობალურ ტენდენციებს. 2023 წლის დაბალი ფასი (წინა წლებთან შედარებით) ნაწილობრივ ლარის გამყარებითაც აიხსნება”,-წერია კვლევაში.

ამას გარდა, მოცვის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წლიურად გაორმაგდა და 2023 წელს 18.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. რაოდენობრივად მოცვის ექსპორტმა 3 მლნ კგ შეადგინა 2023 წელს, ხოლო ექსპორტის საშუალო ფასმა კგ-ზე 6.1 აშშ დოლარი. 

საქართველოში მოყვანილი ლურჯი მოცვისთვის რუსეთი მთავარი საექსპორტო ბაზარია 90%-ზე მეტი წილით. 

“სწრაფი ზრდის მიუხედავად, საქართველოს მოცვის სექტორი ახალგაზრდა დარგია და შესაბამისად, გამოწვევების წინაშეა. ამასთან, წარმოების მოსალოდნელი ზრდა მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში მოითხოვს ფოკუსირებას საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე. ამ საკითხების გადასაჭრელად, ინდუსტრიამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ხარისხის კონტროლს, შენახვის ვადის გახანგრძლივებას და საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას, სამაცივრე მეურნეობებსა და სხვა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებთან ერთად. გარდა ამისა, მოცვის გადამმუშავებელი წარმოების დაწყება კიდევ უფრო გაზრდის ინდუსტრიის პოტენციალს”,-წერია კვლევაში. 

მსგავსი სიახლეები

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

სებ-მა ფულის გათეთრების დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანტი ფულის გათეთრების (AML) და ტერორიზმის ფინანსირების საწინააღმდეგო (CFT) დისტანციური პორტალის გამოყენების წესი დაამტკიცა. პორტალის სახელია www.aml-cft.nbg.ge და ის ფულის…
ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკის სამინისტრო “ფოსტის შესახებ” კანონის საპარლამენტო განხილვებისთვის კონსულტანტს ქირაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით „ფოსტის შესახებ“ კანონის…
2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

2023 წელს საქართველოში რეკორდულად ბევრი ჩინური ავტომობილი შემოვიდა

ბოლო წლებში, ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა მსოფლიოში მასშტაბური ექსპანსია დაიწყეს, რომელიც ადგილობრივი კომპანიების მიერ გლობალური ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდას ისახავს მიზნად. ტენდენციის…