ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით” საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა.
გადაზიდვას სინცზიანიდან ნეაპოლამდე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ და Xinjiang COSCO Shipping Container Lines-ი უზრუნველყოფენ.
ბლოკ-მატარებელი აქტაუს პორტის გავლით ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი ფოთის პორტში ჩავა და COSCO Shipping Container Lines-ის ხომალდზე დაიტვირთება.
ჩინეთიდან ფოთამდე საკონტეინერო მატარებელი 11 დღეში უნდა ჩამოვიდეს. მულტიმოდალური გადაზიდვები ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტებით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ გათვლებით, 2024 წელს ე.წ „შუა დერეფნით“ 4.2 მლნ ტონა ტვირთს გაატარებს. საპროგნოზო მაჩვენებელი 2023 წლის შედეგს (2.76 მლნ ტონა) 1.5-ჯერ აღემატება.
კომპანია “წყალი მარგებელი” ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს და მის საქართველოზე გავლენას ეხმაურება. როგორც კომპანიიდან “ბიზნესპარტნიორის” კითხვების საპასუხოდ გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის პრეზიდენტის…
ღვინის მწარმოებელი კომპანიების ნაწილის შეფასებით, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე ნეგატიურად არ აისახება. როგორც კომპანია „ასკანელში“ BMG-ის განუცხადეს, 10%-იანი…
საქართველოს ეკონომიკა, გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია კიდევ უფრო გაფართოვდეს მწვანე სატრანსპორტო და…