BAG-ში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში არსებული გამოწვევები და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები განიხილეს

BAG-ში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში არსებული გამოწვევები და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები განიხილეს

საბაჟო პროცედურებთან და ლოგისტიკურ ფორმალობებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო არსებული გეზ-ების სამუშაო პროცესის აღწერას, საბაჟო ფორმალობების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების გზებს, ოპერაციათა ოპტიმიზაციის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ყურადღება ასევე, გამახვილდა საავტომობილო გადაზიდვის დროს საზღვრის კვეთის პროცედურულ გართულებებზე, კერძოდ რიგების საკითხზე, რომლის გამო კომპანიებისთვის მომსახურების მიწოდება ფერხდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსზე, რომელიც კომპანიებს ტვირთის გაფორმებისას ახალ გამარტივებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე ისაუბრეს რეექსპორტის განხორციელების პროცესში არსებული პროცედურების გაუმჯობესების მიზნით კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და შემოსავლების სამსახურს საკმაოდ ინტენსიური და ამავდროულად, პროდუქტიული კომუნიკაცია აქვს, რაც მისასალმებელი და სასიხარულოა, ვინაიდან ჩვენი წევრი კომპანიების მიერ დაყენებული საკითხები პირდაპირ კავშირშია ამ უწყების საქმიანობასთან. დეტალურად განვიხილეთ წევრი კომპანიების მიერ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტზე დაყენებული საკითხები, რომელიც ძირითადად საბაჟო პროცედურებს ეხება და ბუნებრივია, აქაც შევთანხმდით თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მუშაობაზე, რადგან ბიზნესის შეუფერხებელი ოპერირება, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისთვის“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…