საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 108.2%-ით ანუ 176.1 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2 მილიარდ 318 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (2 მლრდ 142.1 მლნ ლარი) 176.1 მილიონი ლარით მეტია.
„სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 220.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2023 წლის 9 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს:
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა – 1 მილიარდ 492 მილიონი ლარი (გეგმის 109%);
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა – 479.0 მილიონი ლარი (გეგმის 104%);
შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 309.3 მილიონი ლარი (გეგმის 115%);
შპს “მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 30 მილიონი ლარი (გეგმის 102 %).
აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…