სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ამორტიზებული შენობების დემონტაჟი დაიწყეს. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრის, ჯანსუღ ნანბას განცხადებით, უახლოეს პერიოდში ადგილზე სამშენებლო ტექნიკას შეიყვანენ.
როგორც ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური წერს, ასლან ბჟანიამ ჯანსუღ ნანბას სამშენებლო სამუშაოების გეგმისა და გრაფიკის წარდგენა დაავალა.
სოხუმის აეროპორტის აღდგენა რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილს სურს. აფხაზებმა მისი კომპანია ინვესტორად უკვე შეარჩიეს. დე ფაქტო პრეზიდენტი ირწმუნება, რომ სოხუმის აეროპორტი 2024 წლის ბოლოს გაიხსნება.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს. ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება.
აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…