2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის ანგარიშის თანახმად, წელს გაიზარდა დამოკიდებულება ადგილობრივად გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, რადგანაც მთლიანმა ადგილობრივმა გენერაციამ 3.32 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. შესაბამისად, შემცირდა ელექტროენერგიის იმპორტი. თუკი 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 600 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, წელს ის 438 მილიონ კილოვატ საათს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს გაუმჯობესდა ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად უხვი ნალექითაც იყო განპირობებული. თუკი 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ჰესებმა 1.51 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, 2024 წლის პირველ კვარტალში ამ მოცულობამ 2.14 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა (ზრდა 41%). მათ შორის ყველაზე მეტი ენერგია ენგურჰესმა გამოიმუშავა 347 მილიონი კილოვატ საათის ოდენობით (ზრდა 86%).
ჰესების გამომუშავების ზრდის გამო, შემცირდა მოთხოვნა თბოელექტროსადგურების გამომუშავებაზე. შედეგად თბოსადგურებმა მხოლოდ 1.16 მილიარდი კილოვატ საათი დენი გამოიმუშავეს, რაც წლიურად 26%-ით ნაკლებია.
წელს შემცირდა ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით, რაც თურქეთში ადგილობრივი გენერაციის ზრდას უკავშირდება. თუკი 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ენერგეტიკულმა ქსელმა აზერბაიჯანიდან თურქეთში 1.19 მილიარდი კილოვატ საათი გაატარა, წელს ტრანზიტის სახით გაშვებული ენერგია 302 მილიონი კილოვატ საათი იყო, რაც 75%-იან კლებას წარმოადგენდა.
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…