2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი ₾18 მილიონამდე გაიზარდა

2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი ₾18 მილიონამდე გაიზარდა

2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი მცირედით ₾18 მილიონამდე გაიზარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს 17,4 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ბიუჯეტი 600 ათასი ლარით არის გაზრდილი.

„2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარით განისაზღვრა. სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.

აღნიშნულ ქვეყნებთან ერთად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღონისძიებები გააქტიურდება კანადასა და სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში, გაძლიერდება მედია კამპანიები და მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, 2026 წელს, გაგრძელდება ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამები.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის. „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც მარკეტინგულ აქტივობებს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა.

„ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ მიმართული ყველა ინიციატივა, რომლებიც 2025 წელს დავიწყეთ, აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე წელსაც. ამ საკითხში ჩვენსა და კერძო სექტორს შორის სრული თანხვედრაა – ერთობლივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ქართული ღვინო მომხმარებლის მიერ ასოცირდებოდეს მხოლოდ მაღალ ხარისხიანთან. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული ღვინის პრემიალურ სეგმენტში დამკვიდრება“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთამ ყველაიძემ.

მისი განცხადებით, 2026 წელს უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გახდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები, რომლის მიზანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ბაზრების დივერსიფიცირება.

„მიუხედავად გამოწვევებისა, რაც გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების კლებაში გამოიხატება, გასული წელი პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. გაიზარდა ექსპორტის მოცულობა აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით. მიმდინარე წელსაც, მთავარ მიზნად რჩება ღვინის ბაზრების დივერსიფიცირება და ცნობადობის გაზრდა სამიზნე ბაზრებზე“, – აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

მსგავსი სიახლეები

მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა

მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს მიერ გავრცელებული…
ევროკავშირის რომელ ბაზრებზე ღირს ქართული ღვინო ძვირი/იაფი? – თიბისი კაპიტალის მიმოხილვა

ევროკავშირის რომელ ბაზრებზე ღირს ქართული ღვინო ძვირი/იაფი? – თიბისი…

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის 2025 წლის მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა გააძლიერა თავისი როლი, როგორც უფრო სტაბილურმა და მაღალი ღირებულების ბაზარმა…
11 თვეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები 20-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართა – სააგენტო

11 თვეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები 20-ზე მეტ ქვეყანაში…

2025 წლის 11 თვეში, ქართული ღვინო 36 გამოფენა-ფესტივალსა და 300-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-ზე მეტ ქვეყანაში იყო წარდგენილი.…