პარლამენტში ქართული ლუდის ტრადიციების დაცვა-განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – გელა სამხარაული

პარლამენტში ქართული ლუდის ტრადიციების დაცვა-განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – გელა სამხარაული

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის განცხადებით, პარლამენტში ქართული ლუდის ტრადიციების დაცვა-განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

ამის შესახებ მან, კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა.

მისი ინფორმაციით, პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტი სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ჩამოაყალიბებს, რომელიც ქართული ლუდის ტრადიციების დაცვისა და განვითარების მიმართულებით იმუშავებს.

კომიტეტი, პროცესის ინიციატორი იქნება, ხოლო ჯგუფის მეშვეობით შემდგომში აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები და მითითებები მომზადდება. “საქართველო უკვე ფლობს არაერთ საერთაშორისო აღიარებულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. სულ ბოლოს იყო ხორბალთან დაკავშირებული აღიარება.

მანამდე ქვევრის ღვინო გვაქვს და კიდევ სხვა ჩვენი საამაყო ღირებულებებია აღიარებული. და ახლა ვმუშაობთ ქართულ ლუდზე, ლუდის ტრადიციებზე, მთის ლუდზე. ბოლო კვლევებმა, როგორც ხორბლის, ისე ქერის მიმართულებით, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. ამასთან, დღემდე შემორჩენილია მთის ლუდის ხარშვის უნიკალური ტრადიციებიც, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას, დაცვასა და განვითარებას საჭიროებს“, – განაცხადა სამხარაულმა.

მისივე ინფორმაციით, საკითხზე მუშაობა უკვე გარკვეული პერიოდია მიმდინარეობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიასთან თანამშრომლობით.

როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა რეგიონთან დაკავშირებული ინფორმაცია უკვე მოძიებულია და პროცესი აღსრულების ეტაპზე გადადის.

მსგავსი სიახლეები

კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა

კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ…

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის…
პარლამენტმა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა. ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა…
პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის…

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს…