საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუმჯობესების საკითხებზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფო ენის სამართლებრივი მოწესრიგება და სტანდარტიზაცია სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სამუშო ჯგუფის წევრებმა ასევე იმსჯელეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების გაციფრულების, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ტერმინთბანკის განვითარების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, მოისმინეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია, სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავება. მათ შორის, განიხილება საკანონმდებლო ცვლილებებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების პაკეტის წარდგენა. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ შესასწავლი საკითხების მოცულობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სამუშაო ჯგუფის საქმიანობა გახანგრძლივდეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქართველურ ენათა დაცვის, ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და სხვა შესაბამისი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხები.
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის განცხადებით, პარლამენტში ქართული ლუდის ტრადიციების დაცვა-განვითარებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ მან, კომიტეტის სხდომაზე…
საქართველოს პარლამენტი მაროკოს სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ქმნის. საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულია დადგენილება, რომლის მიხედვით, პარლამენტში შექმნილ მეგობრობის ჯგუფებს მაროკოს პარლამენტთან მეგობრობის…
პარლამენტმა 76 ხმით 9-ის წინააღმდეგ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად: ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ…