საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.
ესკო-ს ოპერატიული მონაცემებით, ივნისში ექსპორტზე 350.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა. მიწოდება ძირითადად თურქეთისთვის მოხდა – 295.4 მლნ კვტ.საათის მოცულობით,  დანარჩენი 54.67 მლნ კვტ.სთ – სომხეთში გავიდა. 
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მაჩვენებელი ახლოს არის ელექტროენერგიის ბალანსის ბოლო ცვლილებებთან. 15 ივნისს ბალანსში განხორციელებული ცვლილებით, ივნისში ექსპორტი 347 მლნ კვტ.სთ უნდა ყოფილიყო.
ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ წელს ექსპორტზე 667,6 კვტ.სთ ელექტროენერგია გავა. მათ შორის, ივლისში 48.5 მლნ კვტ.სთ-ს გატანაა ნავარაუდევი, თუმცა მოლოდინია, რომ მიმდინარე თვეში ექსპორტის მაჩვენებელი დაგეგმილს გადააჭარბებს. 
ექსპორტის ზრდა წყალუხვმა სეზონმა და თურქეთში არსებულმა მაღალმა ფასებმა განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18%-ით გაიზარდა – მიზეზები

2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.4%-ით, 910 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” ელექტროენერგიის ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად შემცირებულია…
იანვარში, ადგილობრივი ექსპორტი $312.8 მლნ-მდე გაიზარდა – საქსტატი

იანვარში, ადგილობრივი ექსპორტი $312.8 მლნ-მდე გაიზარდა – საქსტატი

იანვარში, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის ექსპორტი 68.1%-ით 312.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც მთლიანი ექსპორტის 65.1%-ია. ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ კი, 480.4 მლნ დოლარიშეადგინა, რაც 19%-ით…
2025 წელს ადგილობრივი ექსპორტი 12.5%-ით გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს ადგილობრივი ექსპორტი 12.5%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 7 291.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.2 პროცენტით…