გვენეტაძე გაზრდილი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად მიგრანტებს ასახელებს

გვენეტაძე გაზრდილი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად მიგრანტებს ასახელებს

ეროვნული ბანკის პროგნოზით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10%, ხოლო 2023 წელს 4%-ით გაიზრდება.  ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე წლის მაღალ ეკონომიკურ ზრდას გაზრდილი საგარეო მოთხოვნა განაპირობებს.

“ტურიზმიდან და მიგრანტებიდან შემოსავლები გაიზარდა. ამის ფონზე მაღალია საგარეო მოთხოვნა. ამავე დროს შიდა მოთხოვნაც საკმაოდ ძლიერია. ვიზიტორების გაზრდილმა შემოდინებამ განთავსებისა და კვების სექტორზე მოთხოვნა გაზარდა და ამან მთლიანობაში ერთობლივი მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ეს ყველაფერი უკვე გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური ზრდა წელს 10% იქნება. დღევანდელი გადმოსახედიდან, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4% იქნება, ხოლო 2024 წლიდან უფრო მაღალი ტემპით ზრდა არის მოსალოდნელი დაახლოებით 5-5.5%-ის ფარგლებში. თუმცა სტრუქტურული რეფორმები დაეხმარება ეკონომიკას, მეტიც, ეს შესაძლებლობას იძლევა უფრო მაღალ მაჩვენებელზე გავიდეს ქვეყანა”,-აცხადებს გვენეტაძე.

სებ-ის პრეზიდენტი ქვეყანაში წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს.

“უკვე ვახსენე ის ფაქტორები, რამაც გამოიწვია შიდა მოთხოვნის ზრდა ქვეყანაში. რუსეთიდან მიგრაციის პირველი ტალღა, ასევე ბელორუსიდან, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადება – რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი. ასევე შესაძლებელია გამოყოფა ფაქტორების, მაგალითად, როცა საუბარია ბინის ფასის ზრდაზე, ამან 1-1.5-ით იმოქმედა წლიურ ინფლაციაზე”,-აცხადებს გვენეტაძე.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე წლიური ინფლაცია დაახლოებით იმ დონეზე იქნება, რაც ახლა არის [11.5% სექტემბერი], ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკი თებერვლიდან ელის.

მსგავსი სიახლეები

მეწარმეებს საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ

მეწარმეებს საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ

მეწარმეებს პოლიტიკური აქტივობა შეეზღუდა და საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალა. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიზნესს ეკრძალება ისეთი…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

4 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7234 ლარი გახდა.…
6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის პროგნოზები?

6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%… – როგორია G&T-ის…

Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, იანვარში საგარეო შემოდინებები (მათ შორის საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმის შემოსავლები) წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და…