საქაერონავიგაცია თბილისთან ძებნა-შველის ახალ ოფისს და შვეულმფრენების ანგარს მოაწყობს

საქაერონავიგაცია თბილისთან ძებნა-შველის ახალ ოფისს და შვეულმფრენების ანგარს მოაწყობს

თბილისის აეროპორტის მიმდებარედ, საქაერონავიგაციის კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენების ანგარი და ძებნა-შველის ოფისი მოეწყობა – ამას ითვალისწინებს 22.5-მილიონიანი ტენდერი, რომელიც საქაერონავიგაციამ გამოაქვეყნა. სატენდერო პირობების თანახმად, ადგილზე არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია და ახალი ობიექტების მშენებლობა უნდა განხორციელდეს.

“შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარე ავტომეურნეობის შენობის მიშენება-დაშენებისა და შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შენობების საბოლოო ფუნქციასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციაში დამატებითი დეტალები წარმოდგენილი არაა. შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა აღნიშნული ტერიტორია განკუთვნილი იმ ახალი სამაშველო ვერტმფრენებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო Airbus-ისგან 26 მილიონ ევროდ ყიდულობს. აღნიშნულის თაობაზე BMG კითხვით “საქაერონავიგაციას” მიმართავს.
სატენდერო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობისთვის პრეტედენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოები.

ტენდერში განაცხადების მიღება 6 სექტემბერს იწყება და 11 სექტემბერს სრულდება. 

მსგავსი სიახლეები

სეს: რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო

სეს: რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და…

რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს…
ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, კონკურსის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია კონკურსზე მოწვეული ღვინის ჟურნალისტების,…
“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას” – სონღულაშვილი

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას” – სონღულაშვილი

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით…