გარდაბანი 3-ის ინვესტორის შერჩევისთვის ტენდერის ვადა კიდევ გახანგრძლივდა

გარდაბანი 3-ის ინვესტორის შერჩევისთვის ტენდერის ვადა კიდევ გახანგრძლივდა

გარდაბანში, მე-3 კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობისთვის ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა.

„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, 350-430 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ასაშენებლად შპს „გარდაბნის თბოსადგური 3“-ის 100%-იანი წილის გაყიდვისა და ინვესტორის შერჩევის მიზნით 2023 წლის 30 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარმოდგენის ვადა 30 ნოემბრამდე (18:00 საათამდე) გაგრძელდა.

დაინტერესებულ ინვესტორებს წინადადებები 31 აგვისტომდე უნდა წარედგინათ, რაც 31 ოქტომბრამდე, ახლა კი, 30 ნოემბრამდე გადავადდა.

პირობის მიხედვით, მთავრობა კერძო ინვესტორს ეძებს, რომელიც შეასრულებს მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, თბოსადგურის შემდგომში ოპერირებით.

ინვესტორზე შესაბამისი პირობებით გასხვისდება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილი 100%-იანი წილი გარდაბნის თბოსადგურ 3-ში, რომლის ღირებულება 2 450 000 აშშ დოლარს შეადგენს. თბოსადგური, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან წარმოდგენილი და ენერგოსისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე შექმნილი მოთხოვნების (მოქნილი ოპერირების უნარი და სხვა) დაცვით აშენდება. პროექტის განხორციელების (მ.შ – მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება) ვადად კი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს, 4 წელი განისაზღვრება.

მსგავსი სიახლეები

მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა – სებ

მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1% ით (22.4 მლნ…
ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად საფრანგეთში ჩავიდა

ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად საფრანგეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ საფრანგეთში ჩავიდა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ჟენევაში დაეშვა,…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საქართველოში იტალიის საგანგებო და…