გურიაში 15 ჰექტარზე დაცული ტერიტორია შეიქმნება, რაზეც 767 590 ლარი დაიხარჯება

გურიაში 15 ჰექტარზე დაცული ტერიტორია შეიქმნება, რაზეც 767 590 ლარი დაიხარჯება

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, გურიაში დაცული ტერიტორია უნდა შეიქმნას. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს დაიწყო.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მისი მიღების შემდეგ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია – გურიის ეროვნული პარკი.

კანონპროექტში ასევე გაწერილია, რომ მისი მიღების შემდეგ უნდა შეიქმნას გურიის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, სადაც საჭიროა არაუმეტეს 20 საშტატო ერთეული.

ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის, 2024 წელს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის საჭიროა დაახლოებით 767,590 ლარი, საიდანაც ძირითადი ნაწილის 713,590 ლარის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილის 54,000 ლარის კი სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.

აღნიშნული ასიგნებები გათვალისწინებულია სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადში და ასახულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტში.

მომდევნო სამ წელიწადში (2025-2027 წწ), ყოველწლიურად სააგენტოსთვის საჭირო იქნება დამატებით არანაკლებ 399,180 ლარი, საიდანაც ნაწილი 327,180 ლარი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილი 72,000 ლარი კი სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.

„1990-1991 წლებში დამუშავდა საქართველოში დაცული ტერიტორიების სივრცითი სტრუქტურის განვითარების პირველი სქემა, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და გერმანელი ექსპერტები. აღნიშნული სქემის ფარგლებში განისაზღვრა საქართველოს შემდეგ რეგიონებში ეროვნული პარკების შექმნა: კოლხეთის დაბლობი, ცენტრალური კავკასიონი, ფშავ-ხევსურეთ-თუშეთი, მთიანი კახეთი, ივრის ზეგანი, ბორჯომი და აჭარა-გურია-იმერეთი.

დღეის მდგომარეობით, დაარსებულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, თუშეთის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელას ეროვნული პარკი, რაჭის ეროვნული პარკი და ერუშეთის ეროვნული პარკი. აღნიშნული სქემის გათვალისწინებით, დარჩენილია გურიის ეროვნული პარკის დაარსება გურიის რეგიონში“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტზე მომხსენებლად გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილია დანიშნული.

კანონი დამტკიცების შემდეგ ძალაში 2024 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა შევიდეს.

მსგავსი სიახლეები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საქართველოში იტალიის საგანგებო და…
EBRD-ის ტუნისის ოფისის ხელმძღვანელად გიორგი ახალკაცი დაინიშნა

EBRD-ის ტუნისის ოფისის ხელმძღვანელად გიორგი ახალკაცი დაინიშნა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გიორგი ახალკაცი ტუნისის ახალი ოფისის ხელმძღვანელად დანიშნა. გიორგი ახალკაცი ახალ თანამდებობას 2026 წლის 1 სექტემბერს დაიკავებს…
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პროექტების ზედამხედველობის ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პროექტების ზედამხედველობის ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის სისტემის გაძლიერების მიზნით ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს. ინფრასტრუქრურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილება…