თბილისი – დელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

თბილისი – დელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.

ინდოეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Indigo-მ დელი-თბილისი-დელის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. თბილისიდან დელიში 186 ადამიანი გაემგზავრა. 


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ასევე ეწვია ინდოეთის ელჩი ნილაქში სინჰა.

ავიაკომპანია Indigo რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. 

Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც მის მფლობელობაში არსებული 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით, საიდანაც 79 – ადგილობრივი, 32 კი – საერთაშორისოა.

 

“ტავ ჯორჯიას” შესახებ:


“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

მსგავსი სიახლეები

“გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის” – რაზე გამახვილდა ყურადღება ალიევი-ქვრივიშვილის შეხვედრაზე?

“გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის” – რაზე…

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს…
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანთან და სომხეთთან ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების ექსპროპრიაციის ბრძანება გამოსცა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანთან და სომხეთთან ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწის…

ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან დამაკავშირებელი რუსთავი-სადახლოს და რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობისთვის ექსპროპრიაცია გამოაცხადა. ექსპროპრიაციის შესახებ მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ის ძირითადად მარნეულის…
გადაცვლილი ვალუტის დაბრუნებისთვის 30 წუთი გექნებათ – სებ-მა ვალუტის ელექტრონულად გაცვლის წესი მიიღო

გადაცვლილი ვალუტის დაბრუნებისთვის 30 წუთი გექნებათ – სებ-მა ვალუტის…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო დაამტკიცა. სებ-ის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს მომსახურების დივერსიფიკაციას, ოპერაციების…