საქსტატმა მშენებლობის ღირებულების ინდექსის ივნისის თვის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ აღნიშნულ პერიოდში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიაზე ფასების 1.2%-იანი კლება დაფიქსირდა, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.11 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ამასთან, სამშენებლო მასალების ფასები 0.5%-ით გაიზარდა, რამაც თვის ინდექსზე ზეგავლენა 0.34 პროცენტული პუნქტით იქონია.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.6%-იანი ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 4.41 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს…
ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, კონკურსის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია კონკურსზე მოწვეული ღვინის ჟურნალისტების,…
“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით…