კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის სიხშირის აუქციონი გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის სიხშირის აუქციონი გამოაცხადა

საქართველოში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი გამოაცხადა. კომისიის ინფორმაციით, თითოეული სალიცენზიო სიხშირე სარეალიზაციოდ 5%, 20% და 80%-იანი ფასდაკლებით გამოიტანეს და ამჟამად მობილურ ოპერატორების მხრიდან მოელიან შეასაბამის დაინტერესებას, რათა მომხმარებლისთვის ახალი თაობის მობილური ინტერნეტის შეთავაზება იყოს შესაძლებელი. 

გამოტანილი სიხშირეების ღირებულება 2.5 მილიონი ლარიდან 6.2 მილიონ ლარამდე მერყეობს. 

“მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 24 ლოტზე გამოცხადდა, აუქციონების ფარგლებში მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, დაგეგმილია 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. ასევე, დამატებით დაგეგმილია 800 და 1800 მეგაჰერცის ზოლის გამოტანა. აუქციონებში მონაწილეობის მიღებაზე ლიცენზიების მაძიებლების განცხადებების მიღება 2023 წლის 12 ივლისის 09:00 საათიდან 28 ივლისის 17:00 საათამდე მოხდება.

რაც შეეხება აუქციონის ჩატარების თარიღებს №1 და №4 ლოტებზე აუქციონები 2023 წლის 16 აგვისტოს 12:00 საათზე გაიმართება, №5 და №10 ლოტებზე აუქციონები 2023 წლის 18 აგვისტოს 12:00 საათზე ჩატარდება; №11 – №21 ლოტებზე 2023 წლის 21 აგვისტოს 12:00 საათზე; №22 და №24 ლოტებზე კი 2023 წლის 23 აგვისტოს 12:00 საათზე.

5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას. ქსელის განვითარებასთან ერთად, კომპანიები, რომლებიც მე-5 თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეს მოიპოვებენ, ვალდებულნი იქნებიან, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი – MVNO საკუთარ ქსელზე დაუშვან. კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის ქსელზე დაშვების ყველა მსურველ ოპერატორთან, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით. ამასთან არჩევანის უზრუნველყოფისა და დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშეც გამოაცხადოს.

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადდა ოთხი აუქციონი ოთხ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებით და ფასით განსხვავდებიან. ოთხივე კომბინირებული აბსტრაქტული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის სხვადასხვა ვალდებულებას ითვალისწინებს, ამასთან ამ ოთხიდან ერთი ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშე იქნება აუქციონზე გამოტანილი, რაც შესაბამისად განაპირობებს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის განსხვავებულ საწყის საფასურს. პირველი კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური 6 230 000 ლარი იქნება, მე-2 კომბინირებული ლოტის – 2 530 900 ლარი, მე-3 კომბინირებული ლოტის – 2 593 800 ლარი, მე-4 კომბინირებული ლოტის კი – 2 656 700 ლარი.

ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებულნი იქნებიან 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები შემდგომი 3-7 წლის განმავლობაში. 2600 და 3600 მეგაჰერცის სიხშირეები უზრუნველყოფს ინტერნეტის სიჩქარის რამდენჯერმე გაზრდას მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, ხოლო 700 და 800 მეგაჰერცის სიხშირეები ძირითადად გამოყენებული იქნება მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვის მქონე დიდი სივრცეების დასაფარად.

გარდა 4 კომბინირებული ლოტისა, აუქციონი დამატებით კიდევ ცალკე მდგომ 20 ლოტზე გამოცხადდა. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და ზოლის სიგანის მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონებიდან ერთ-ერთში მაინც.

ტექნოლოგიების სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ევროკომისიამ 2020 წელს წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ Covid 19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მობილური ქსელების განვითარების მიზნით, მიიღონ ეფექტიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს 5G-სთვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ლიცენზიების დროულ გაცემას და ფინანსურ შეღავათებს. კომუნიკაციების კომისიამ გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და შეიმუშავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურისთვის ფასდაკლების დაწესების შესაძლებლობა 5%-20%-დან 80%-მდე გაიზარდა.

5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. 5G-ის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „Ernst & Young“-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა,”- ნათქვამია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

მინერალური წყლების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა – სად ვყიდით წყალს?

მინერალური წყლების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა – სად ვყიდით წყალს?

მინერალური და მტკნარი წლების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს სასაქონლო ჯგუფი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი ადგილობრივი წარმოების პროდუქტია, რომელიც წლების განმავლობაში უმსხვილეს საექსპორტო…
II კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონება 14.9%-ით გაძვირდა

II კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონება 14.9%-ით გაძვირდა

2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.8%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9% შეადგინა.…
რა გავლენა ექნება ჩინურ ავტო ინდუსტრიაზე აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ საიმპორტო ტარიფებს?

რა გავლენა ექნება ჩინურ ავტო ინდუსტრიაზე აშშ-სა და ევროკავშირის…

აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ჩინურ ავტომობილებზე დაწესებულმა ტარიფებმა, შესაძლოა, დიდი ზეგავლენა მოახდინოს ჩინური ავტომობილების ინდუსტრიაზე. ეს ტარიფები მიმართულია არასამართლიანი კონკურენციისა და სუბსიდიების პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც ჩინელი ავტომწარმოებლები იღებენ თავიანთი მთავრობისგან, რაც დასავლეთის ოფიციალური პირების აზრით, ჩინურ კომპანიებს უპირატესობას ანიჭებს გლობალურ ბაზრებზე. აშშ-სა და ევროკავშირის ტარიფები, სავარაუდოდ ,საგრძნობლად გაზრდის ჩინური ავტომობილების ფასს ბაზარზე, რაც გამოიწვევს ჩინელი მწარმოებელის კონკურენტუნარიანობის შემცირებას აშშ-სა და ევროკავშირის ადგლობრივ მწარმობელთან, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო კონკურენტებტან, რომლებიც არ ექვემდებარებიან მსგავს ტარიფებს. ეს გამოიწვევს ჩინური ავტომანქანების ექსპორტის შემცირებას ზემოთ ხსენებულ ბაზრებზე. შეერთებული შტატებში ჩინურ ავტომანქანების წარმოებოას მინიმალური ბაზრის წილი გააჩნიათ სხვა კონკურენტი ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორიცაა მექსიკა, იპონია, კანადა, სამხრეთ კორეა…