პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „განახლებული რეგიონები“-ს პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „განახლებული რეგიონები“-ს პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებულირეგიონები”-ს პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ლანჩხუთში რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ მოედანს, ცენტრალურ პარკს და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიას. 

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება 12 შენობას და პარკს, რომლის საერთო ღირებულება 5.1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 

პრემიერ-მინისტრთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები ლანჩხუთში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…