“ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, რაც ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რითიც გამოდის, რომ მიმდინარე წლის 5 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება”,- ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიის მინისტრმაც. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ წლის დასაწყისში ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით არსებული ზრდის ტენდენცია მაისშიც გრძელდება.
„წინა თვეების მსგავსად მაისშიც (ეკონომიკის ზრდაში) პირდაპირი კონტრიბუტორები პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის გაზრდილი შემოსავლებია. შემდგომშიც გაზრდილი დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ. ვინაიდან მაისში ტურიზმის აღდგენა 96% იყო, ივნის-ივლის-აგვისტოში ველით, რომ 2019 წლის შემოსავლების მონაცემებს გადავაჭარბებთ. შესაბამისად, ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების მყარი საფუძველი იქნება. სხვა მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდება.
ჩვენთვის მთავარია მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, რომელიც მხოლოდ ერთი წელი კი არ გვექნება, არამედ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მაღალი სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველვყოფთ, რომელიც რეალურ სიკეთეში გადაითარგმნება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა მინისტრმა.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.…
საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 30 ივლისის №361 დადგენილებით დაამტკიცა „საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია საინვესტიციო ფონდების შექმნისა და საქმიანობის…
საქართველოს მთავრობამ „საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა” დაამტკიცა, რომელსაც სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია განახორციელებს. 30 ივლისის დადგენილებით, პროგრამის მიზანია საქართველოში წარმოებული…