სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში წარმოდგენილი იყო სააგენტოს პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს ეყრდნობა.

პრეზენტაცია სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა.

ანგარიში ათასამდე ბენეფიციარისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ – მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის, ექსპორტის მხარდაჭერის, სესხის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარები.

„მთავარ კითხვაზე – შეძლებდნენ თუ არა კომპანიები სააგენტოს დახმარების გარეშე ამ შედეგების მიღწევას, გრანტის ან სესხის აღებას, ბენეფიციარების უმეტესობა პასუხობს რომ ან ვერ შეძლებდნენ, ან შეძლებდნენ ორი წლის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები ახდენენ ბიზნესმფლობელების სტიმულირებას, იმისთვის რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილებები ბიზნესის დასაწყებად და გასაფართოვებლად. რომ არა ეს პროგრამები, არ იქნებოდა 60 000 ახალი სამუშაო ადგილი, არ იქნებოდა 2.7 მილიარდი ლარის პორტფელი, რომლის სტიმულირებაც ამ ადამიანებმა მოახდინეს. ამასთან, ის კომპანიები ვერ გავიდოდნენ ექსპორტზე, რომლებიც ჩვენი ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამის საშუალებით მოახერხეს ეს“ – აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

ანგარიშის თანახმად, მიკროგრანტების პროგრამის განხორციელების პერიოდში (2015-2022 წლები) დაფინანსდა 8 209 პროექტი, შეიქმნა 21 185 სამუშაო ადგილი, გრანტის მოცულობა კი 91 მილიონ ლარს აჭარბებს.

სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში (2014-2022 წლებში) დაფინანსდა 1 547 პროექტი, შეიქმნა 33 000-მდე სამუშაო ადგილი, სესხის მოცულობა კი 1,7 მილიარდ ლარს შეადგენს.

ამ მონაცემებით, სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს. მთლიან შიდა პროდუქტში კი, 1 ლარის კონტრიბუცია 4.2 ლარს შეადგენს.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის მხარდაჭერით დაფინანსებულია – 722 პროექტი (2020-2022 წლები), შექმნილია – 11 000-მდე სამუშაო ადგილი, გაცემული სესხების მოცულობა კი 574 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამას, განხორციელების პერიოდში 2014-2022 წლებში სააგენტოს მხარდაჭერით, ბენეფიციარებმა საკუთარი პროდუქცია 114 საერთაშორისო ღონისძიებასა და გამოფენაზე წარადგინეს, სააგენტომ 813-ჯერ დააფინანსა კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა, ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 418 ექსპორტის მენეჯერი, ხოლო TRADEWITHGEORGIA.COM-ზე რეგისტრირებულ კომპანიათა რაოდენობაა – 800-ს მიუახლოვდა.

პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში საშუალებას აძლევს სააგენტოს, ეფექტურად შეაფასოს თავისი როლი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით – რა კომპონენტში და რა ტიპის სერვისის მიწოდება სჭირდება კერძო სექტორს, იმისთვის, რომ ეს მიგნებები სააგენტოს პროექტებში სამომავლოდ იყოს გათვალისწინებული.

ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, სამინისტროების, საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

ბედნიერება – ეკონომიკური განვითარების ზომა

ბედნიერება – ეკონომიკური განვითარების ზომა

რამაზ აბესაძე, პროფესორი მოსახლეობის კეთილდღეობის შეფასების სხვადასხვა მიდგომას ეკონომისტები დიდი ხანია იყენებენ. ყველაზე გავრცელებულია ეკონომიკური შეფასება მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებით, მათ…
“ოცნება” სებ-ის საბჭოს წევრებად ყეინიშვილ-ხომერიკის კანდიდატურების ჯერ ჩაგდების და შემდეგ დამტკიცების მიზეზს განმარტავს

“ოცნება” სებ-ის საბჭოს წევრებად ყეინიშვილ-ხომერიკის კანდიდატურების ჯერ ჩაგდების და…

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. სხდომამდე საკითხი განიხილეს საფინანსო საბიუჯეტო…
მზად ვართ, კითხვებს ამომწურავი პასუხები გავცეთ – თურნავა IMF-ს

მზად ვართ, კითხვებს ამომწურავი პასუხები გავცეთ – თურნავა IMF-ს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა.…