სებ-მა აუქციონზე $40 მლნ გამოიტანა, საიდანაც $32 მილიონი გაიყიდა

სებ-მა აუქციონზე $40 მლნ გამოიტანა, საიდანაც $32 მილიონი გაიყიდა

ეროვნულმა ბანკმა დღეს 2022 წლის რიგით მეშვიდე სავალუტო აუქციონი განახორციელა და გასაყიდად $40 მილიონი დოლარი გამოიტანა. 

“2022 წლის 31 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 32 305 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8983  შეადგინა,”- ნათქვამია განცხადებაში.

წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონით დოლარი სამჯერ გაყიდა. ამ აუქციონების ჯამური მოცულობა 80 მილიონი დოლარი იყო. შესყიდვის მიმართულებით სებ-მა ინტერვენცია 4-ჯერ განახორციელა, რომელთა ჯამიც ასევე 80 მილიონია. 

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…