საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს − ფილიპ გუიტარდს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობა ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით. კომპანია საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
ფრანგული კომპანია Veolia group-ი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით მუშაობს. ვეოლია ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით 220,000 თანამშრომელი ჰყავს. 2022 წელს კომპანიამ 111 მილიონი მოსახლე უზრუნველყო სასმელი წყლით, 97 მილიონი მოსახლე − სანიტარული მომსახურებით, გამოუშვა 44 ტერავატ საათი ელექტროენერგია და ამოიღო 61 მილიონი ტონა ნარჩენი.
რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს…
ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, კონკურსის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია კონკურსზე მოწვეული ღვინის ჟურნალისტების,…
“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით…