4 თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რეკორდულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი 61%-ით 126.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდული ღვინის მოცულობამ კი 45 139 ტონა შეადგინა.
საქართველოს $1 მილიარდ 763 მილიონიან ექსპორტში, ყურძნის ნატურალურ ღვინოებს უმსხვილეს საექსპორტო საქონლის რეიტინგში, რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ამ პერიოდში ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე მთლიანი ექსპორტის 7.2% მოდიოდა. მაშინ როდესაც გასულ წელს ღვინის ექსპორტზე 4% მოდიოდა.
ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. თუმცა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში გაყიდვების ზრდით არის განპირობებული. სტატისტიკის მიხედვით, წლის ამ პერიოდში რუსეთზე ღვინის ექსპორტის 78.6% მოდიოდა. რუსეთში ღვინის ექსპორტიც ისტორიულ მაქსიმუმზეა.
ამ პერიოდში საქართველოდან რუსეთში 37 045 ტონა ღვინის გაყიდვით საქართველომ 99,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულება წლიურად 90.1%-ით, მოცულობა კი 94.4%-ით გაიზარდა. ამასთან რუსეთში გატანილი ღვინის მოცულობა 2023 წელს ჯამურად რუსეთში გაყიდული ღვინის მოცულობის ნახევარს აღემატება. (2023 წლის ექსპორტი 168.3 მლნ დოლარი, 62 282 ტონა ღვინო). ღვინის გაყიდვის ასეთი ზრდას მეღვინეები რუსეთში ალკოჰოლურ სასმელებზე, მათ შორის ღვინოზე აქციზის გადასახადის ზრდით ხსნიან. მეღვინეების ნაწილი განმარტავდნენ, რომ მწარმოებლები პირველ ოთხ თვეში ამ ბაზარზე წლიური რეალიზების 80%-მდე გატანას შეეცდებოდნენ.
იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი მცირედით გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ამ პერიოდში EU-ში 10 მილიონ 217 ათასი დოლარის ღირებულების 3 249 ტონა ღვინო გაიყიდა. ზრდა ღირებულებაში – 13%, მოცულობაში კი 13.7%-ია. ღვინის ექსპორტში ევროკავშირს მცირე – 8%-იანი წილი უჭირავს.
ღვინის გაყიდვებს თუ უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ წლის პირველ ოთხ თვეში ღვინის რეალიზება რუსეთში, პოლონეთში, ყაზახეთში, აშშ-ში გაიზარდა, ხოლო უკრაინაში, ჩინეთში, ბელარუსში, ლატვიასა და ლიეტივაში შემცირდა.
ყურძნის ნატურალური ღვინოების TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ღირებულების მიხედვით ასეთია:
2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…