საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას პროგნოზირებენ.
“მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი ჩვენ 5% გვაქვს, თუმცა ჩვენი უკვე არსებული მონაცამების საფუძველზე ეს პროგნოზი გადაიხედება გაზრდის კუთხით, ჩვენ მომდევნო განახლება მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გვექნება ზაფხულის ბოლოს და ამ პერიოდში უკვე გადავხედავთ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას. მთლიან შიდა პროდუქტში ვითვალისწინებთ ყველაფერს, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს მის ჩამოყალიბებაზე”, – აცხადებს ლეჟავა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წელს ქვეყანაში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. გადაწყვეტილება 10 მაისს გამოქვეყნდა. მანამდე სებ-ი 4%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
ამასთან, სებ-ი მოელის რომ საშუალოვადიან პერიოდში ქვეყანაში ინფლაცია 3%-იან ნიშნულთან ახლოს დასტაბილურდება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის…
„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია.…
ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან…