საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ჩინეთთან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქონლით ვაჭრობა 18.6%-ით შემცირდა. შედეგად, სავაჭრო ბრუნვამ 376.023 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვაჭრობის კლების მიუხედავად, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 7.9%-იანი წილით მესამე ადგილზეა.
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი იანვარ-მარტში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 39.4%-ით შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ ჩინეთში საქონლის რეალიზებით 133 მილიონ 332 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და 9.1%-იანი წილით პარტნიორებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. აღსანიშნია, რომ გასული წლის ამავე პერიოდში ჩინეთი 18.8%-იანი წილითა და 220 მილიონიანი ექსპორტით უმსხვილესი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილზე იყო.
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების TOP-5-ეული ასეთია:
1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 103.5 მლნ დოლარი, კლება – 41.9%; 2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 14.8 მლნ დოლარი, კლება – 32.4%; 3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 6.3 მლნ დოლარი, ზრდა – 55%; 4. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 2.6 მლნ დოლარი, კლება – 12.2%; 5. მსუბუქი ავტომობილები – 1.4 მლნ დოლარი, ზრდა – 4 771%;
დანარჩენი საქონლის ექსპორტი 64.1%-ით შემცირდა.
პირველ კვარტალში ჩინეთიდან საქონლის იმპორტი გაიზარდა, თუმცა მცირედით. შესაბამისად საქართველომ ამ პერიოდში 242 მილიონ 691 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა და 7.3%-იანი წილით უმსხვილესი იმპორტიორი სახელმწიფოების ათეულში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზრდა 0.3% იყო.
ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასე გამოიყურება:
1. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 25.2 მლნ დოლარი, ზრდა – 321%; 2. მარტივი პოლიაცეტალები, პოლიეთერები და ეპოქსიდის ფისები – 7.5 მლნ დოლარი, კლება – 56.8%; 3. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით – 6.6 მლნ დოლარი, კლება – 1.4%; 4. რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები – 5.2 მლნ დოლარი, კლება – 32.4% 5. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის – 5.2 მლნ დოლარი, კლება – 10.4%.
რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს…
ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, კონკურსის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია კონკურსზე მოწვეული ღვინის ჟურნალისტების,…
“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მეცხვარეობის განვითარებას და ფერმერებს გაფართოების შესაძლებლობა მივცეთ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით…