ჩინეთის მასშტაბით საწარმოო აქტივობის ინდექსი მკვეთრად შემცირდა, რაც ინვესტორებისთვის მოულოდნელი სიახლე იყო.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წარმოების ინდექსი (PMI) ნოემბერში 49.5-დან 49.4-მდე შემცირდა, რაც პანდემიური პერიოდის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ნიშნულია.
PMI ინდექსი აქტიურად გამოიყენება ჩინეთის ეკონომიკური აქტივობის შესაფასებლად, როდესაც მაჩვენებელი 50-ს აჭარბებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, 50-ზე დაბალი მაჩვენებელი კი ეკონომიკური აქტივობის შემცირებაზე მიუთითებს.
წარმოების სექტორს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში ყველაზე დიდი, 28%-იანი წილი უჭირავს, შესაბამისად, მისი შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.
მდგომარეობის გაუარესება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორისაა: კოლაფსის პირას მყოფი უძრავი ქონების სექტორი, მკვეთრად გაძვირებული კრედიტი, მომატებული ინფლაცია და მსოფლიოს მასშტაბით ჩინურ პროდუქციაზე შემცირებული მოთხოვნა.
არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის…
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და “კრიოსფეროს ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარი მიზანი საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა…
„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის…